Joomla-ს პირველი 1.0 ვერსია 2005 წლის 16 სექტემბრით თარიღდება. ის შეიქმნა დეველოპერთა ჯგუფის Open Source Matters-ის მიერ რომლებიც მანამდე Mambo Open Source-ის წევრები იყვნენ, მაგრამ ამავე წლის აგვისტოში გამოეყვნენ მას. შესაბამისად Joomla-ს პირველი ვერსია ფაქტიურად Mambo-ს იდენტური იყო. წლის ბოლოსთვის კი უკვე 1.1 ვერსიაზე მუშაობა დაიწყო, მაგრამ ბეტა ვერსიის გამოსვლისა მას სახელი შეუცვალეს და დაერქვა 1.5 Beta. 

ჯერ კიდევ 2006 წელს Joomla-მ მიიღო საუკეთესო უფასო CMS-ის ჯილდო კომპანია Packt Publishing-ის კონკურსში.

Joomla 1.5-ის სტაბილური ვერსია უკვე 2008 წლის იანვარში გამოვიდა, რომელიც კარდინალურად განსხვავდებოდა 1.0 ვერსიისგან და რომელშიც რეალიზებული იყო სრულფასოვანი ფრეიმვორკი. 

ძირითადი განსხვავება წინამორბედისგან იყო MVC( Model-View-Controller ) სტრუქტურის დამატება, რაც მნიშვნელოვან სხვაობას ქმნის მის წინამორბედ Mambo-სთან.

ამავე წლის ოქტომბერს წყდება 1.0 ვერსიის მხარდაჭერა. 2009 წლის დასაწყისში კი საერთოდ ამოიღეს JED-იდან Joomla 1.0-თან თავსებადი გაფართოებები.